რა არის გენური ინჟინერია?
გენური ინჟინერია არის ახალი ტექნოლოგია, რომელიც გულისხმობს გენებით მანიპულირებას.მეცნიერებს შეუძლიათ ერთი სახეობიდან გენები გადაიტანონ მეორე, საერთოდ არამონათესავე სახეობაში.ეს შესაძლებელია გენეტიკური კოდის უნივერსალობის გამო,იგი ერთია ყველა ცოცხალისთვის , იქნება ეს ცხოველი , მცენარე თუ მიკროორგანიზმი.მაგალითად ,შესაძლებელია გენების გადატანა თევზიდან პომიდორში,იმისათვის რომ გავხადოთ პომიდორი უფრო ყინვაგამძლე .გენეტიკურად მოდიფიცირებული პომიდორი მასში ჩაშენებული თევზის გენის საშუალებით უკვე იწყებს თევზისათვის დამახასიათებელი ცილების გადამუშავებას და შესაბამისად ხდება უფრო ყინვაგამძლეც.გენეტიკური ინჟინერიის მომხრეები ხშირად ამტკიცებენ,რომ ისინი იგივე საქმიანობას ეწევიან ,რასაც ჩვეულებრივ სელექციონერები,მხოლოდ უფრო სწრაფად და მეტი სიზუსტით.მართლაც, სელექციის დროსაც შეიძლება მოხდეს მოხდეს გადაცემა , მაგრამ მხოლოდ ერთი სახეობის ინდივიდებს,ანდა ძალიან მონათესავე სახეობებს შორის.სელექციის დროს ბრინჯი შეიძლება შეუჯვარდეს მხოლოდ ბრინჯის სხვა ჯიშებს, მაგრამ ვერასოდეს შეუჯვარდება მიწისთხილს ან ვაშლს.გენური ინჟინერიის შემთხვევაში კი ასეთი ბარიერი არ არსებობს. მისი საშუალებით შესაძლებელია ბუნების მიერ მილიონობით წლების განმავლობაში დაწესებული სახეობათაშორისი საზღვრების დაარღვევა.აქამდე არასოდეს ყოფილა შესაძლებელი ცხოველიდან მცენარეში , ან ბაქტერიიდან ადამიანში გენის გადატანა . იმ შემთხვევაშიც კი თუ ნათესაურად ახლომდგომი სახეობების შეჯვარება მოხდა, მიიღება უნაყოფო შთამომავლობა , როთაც ბუნება ინარჩუნებს სახეობათა მრავალფეროვნებას.გენური ინჟინერიის შემთხვევაში კი არამონათესავე სახეობების გენების კომბინირებისა და მაათი გენეტიკური მატერიალის შეცვლის შედეგად იქმნება ახალი ცოცხალი ორგანიზმები , რომელთაც აქვთ გამრავლებისა და შთამომავლობის მოცემის უნარი.რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს ასეთი ორგანიზმების ბუნებაში გამოთავისუფლებას?დღეს ამ კითხვებზე პასუხის გაცემა არავის შეუძლია .ყველაზე გამოცდილ მეცნიერსაც კი არ ძალუძს იმის განსაზღვრა , თუ რა ზიანი შეიძლება მოუტანოს ადამიანსა და ბუნებას ამგვარად გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ბუნებაში გავრცელებამ. საერთოს გენური იჟინერია წარმოადგენს ინდუსტრიული სოფლის მეურნეობის ახალ მიმართულება და კიდევ უფრო მეტადაა ორიენტირებული მონოკულტურებზე, რითაც ხელს უწყობს ბიომრავალფეროვნების შემცირებას. “მოლეკულური ბიოლოგიის დარგის მეცნიერების აზრით, სახეობის ცნებაში არაფერია განსაკუთრებით ხელშეუხებელი. ისინივერ ხედავენ ეთიკურ პრობლემას სახეობიდან სხვა სახეობის მემკვიდრულ აპარატში ერთი, ხუთი და თუნდაც ასი გენისგადატანაში. მათ მიაჩნიათ, რომ ამით ისინი მხოლოდ გენის ქიმიურ კოდს ცვლიან და არა განსაზღვრული ცხოველის მთლიანსპეციფიკას.~ (ჟერემყ ღიფკინ, 1998). ხშირად დავობენ, რომ შესაჯვარებელი სახეობების გენების ურთიერთჩანაცვლებამეცნიერული აღმოჩენა არ არის, რადგან ევოლუციის პროცესში ბაქტერიები და ვირუსები ხშირად ახდენენ გენებისჩანაცვლებას სახეობებს შორის. ამჟამად მცენარეებში და ადამიანში აღმოჩენილია შესაბამისად 25 და 27 ათასი გენი, რომლისთუნდაც ერთი გენის შეცვლა ან ჩანაცვლება იწვევს სერიოზულ ცვლილებებს. გენური ინჟინერია მხოლოდ ბუნებრივ პროცესსაჩქარებს.აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ 2006 წლის 1 იანვრისათვის გამოქვეყნებულია გმო-ს 16 მცენარის 68ჯიშ-პოპულაცია, რომელთა წარმოება და გამოყენება ნებადართულია. ამ ჩამონათვალში ძირითადად ლიდერობენ: სოია, სიმინდი, ბამბა, პომიდორი,რაფსი, შაქრის ჭარხალი.საერთაშორისო კომპანია `მონსანტო-“ს ჰერბიციდი რაუნდაპი მსოფლიოში ყველაზე კარგი გასაღების ბაზრის მქონე პრეპარატია. კომპანიის 9 მილიარდ აშშდოლარიანი წლიური შემოსავლის 17%, სწორედ მის წილზე მოდის. თუმცა აშშ-ის პატენტს ჰერბიციდ რაუნდაპზე 2000 წლის ბოლოს ვადა გაუვიდა,მონსანტომ შეძლო ეფექტურად გაეფართოვებინა მისი მოქმედების ვადა და მონოპოლია. კერძოდ, აშშ-ს ფერმერები, რომლებსაც მონსანტოს გენურიინჟინერიით მიღებული სოია მოჰყავთ, ხელს აწერენ კონტრაქტს, რომლის მიხედვითაც სხვა ჰერბიციდების გამოყენების შემთხვევაში ისინი კანონითდაისჯებიან.პირველი სერიოზული ნეგატიური რეაქცია ევროპაში გენეტიკურად მოდიფიცირებულ კულტურების მარცვლეულზე 1996 წელს მოხდა, როცაამსტერდამში აშშ-დან შევიდა გემი 200 000 ტ სოიას მარცვლით ევროკავშირის ქვეყნებისათვის. მაშინ `გრინფის~-ის 400-ზე მეტი აქტივისტი გამოვიდაჰამბურგში მოთხოვნით – `ჩვენ არ გვინდა ვიყოთ ლაბორატორიის სასინჯი კურდღლები, შეიტანეთ გენურად შეცვლილი სოია თქვენს საკვებში~. ასეთი გამოსვლები ინტენსიურად მიმდინარეობდა გერმანიაში. მაქს პლანქის ინსტიტუტის გენეტიკურად მოდიფიცირებული რაფსის ნათესები14-ჯერ დაარბიეს. ამ დღიდან მსოფლიოს მრავალი ქვეყნის მეცნიერთა, ფერმერთა და მომხმარებელთა აზრი ორ ჯგუფად გაიყო. ერთნი შეშფოთებასგამოთქვამდნენ, რომ გენურად მოდიფიცირებული კულტურები უარყოფითად მოქმედებდნენ იმ ცოცხალ ორგანიზმებზე. მეცნიერთა მეორე ჯგუფიამტკიცებდა, რომ გენეტიკურად მოდიფიცირებული კულტურები უარყოფითად არ მოქმედებენ ადამიანის და პირუტყვის ორგანიზმზე.ამ მოვლენის შემდეგ, დღის წესრიგში დადგა საკითხი – უფრო მეტი დამაჯერებლობით დაესაბუთებინათ ან უარეყოთ გენეტიკურად მოდიფიცირებულიორგანიზმების ზიანი ან უვნებლობა, ვინაიდან ევროპის ზოგიერთი ქვეყნის (გერმანია, ავსტრია, შვეიცარია) სუპერმარკეტებმა და ჰიპერმარკეტებმამიიღეს გადაწყვეტილება არ ევაჭრათ გენეტიკურად მოდიფიცირებული პროდუქტებით, ვინაიდან მათი მეხსიერებიდან ჯერ კიდევ არ გამქრალიყობრიტანული ე.წ. `გიჟი ძროხების~ კრიზისი და მასთან დაკავშირებული უზარმაზარი ეკონომიური ზარალი. ანალოგიური აჟიოტაჟი ატყდა ცხრა წლის წინ, საქართველოში, როცა ამერიკული ორგანიზაცია AჩDI-VOჩA-მ შემოიტანა გენური ინჟინერიითგამოყვანილი კოლორადოს ხოჭოს მიმართ რეზისტენტული კარტოფილი. მაშინ ეს საკითხი პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის საგანგებოგანხილვის საგანიც კი გახდა. ჩვენი ქვეყნის მეცნიერების და პრაქტიკოსების აზრიც აქ ორად გაიყო. ბაქტერიული გენით მიღებული ტრანსგენური კულტურების მოსავლიანობა 30-35%-ით მაღალია და 40%-ით უფრო რენტაბელური, ვიდრეჩვეულებრივი კულტურების ტრადიციული აგროტექნიკის პირობების შემთხვევაში. ოპონენტებს ხშირად მოჰყავთ `დუსტის~ შემთხვევა, რომლისმავნეობაზე დღეს არავინ კამათობს, მაგრამ თავის დროზე მისი გამოყენება სასიცოცხლო ინტერესებით იყო განპირობებული – კერძოდ, დუსტმაკაცობრიობა ტოტალური შიმშილისაგან იხსნა და მრავალ ქვეყანას შეუნარჩუნა გენოფონდი და ბიომრავალფეროვნება განადგურებისგან გადაარჩინა. მსოფლიოში ყოველწლიურად იზრდება გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმების წარმოება დაშესაბამისად, მსოფლიო ბაზარზე გენმოდიფიცირებული კვების პროდუქტების რაოდენობა მატულობს,რომელთა შორისაა მოსახლეობის კვებაში და მ.შ. საქართველოს მოსახლეობის კვებაშიც ფართოდ მოხმარებულიპროდუქტებიც. მაგალითად, მოსკოვში “გრინფისის” მიერ 2002 წელს ჩატარებული კვლევების თანახმად,ბავშვთა კვების და ხორცპროდუქტების 30%-ში არსებობდა გენეტიკურად მოდიფიცირებული ცხიმები, თანაცამის თაობაზე არ იყო მარკირება (ეტიკეტირება). ცხადია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურების გენებისმოდიფიცირება მათ ანიჭებს მდგრადობას სხვადასხვა პესტიციდების, დაავადებების, მღრღნელების მიმართ,ზრდის შენახვის ვადებს, მაგრამ სასურველია გენების გამოხატვის გაუთვალისწინებელი ეფექტების, მაგ.პროდუქტების კვებითი ღირებულების შეცვლის, ალერგიული ან ტოქსიკური რეაქციებისა და შორეულიშედეგების შეფასების ჩატარება, რაც საკმაოდ გართულებულია. მედიკოსების ერთი ნაწილი ამტკიცებს, რომ“საუკუნის დაავადების”-ალერგიის ძირითადი მიზეზი, სწორედ გმო-ს გავრცელებაა. (ჰტტპ://რესისტ.რუ/ნოთNჩ/ანალყსის/ტგპ3/). საქართველოში მოედინება უამრავი მცენარეული და მიკრობული საკვები და მედიკამენტები, გაჯერებული გმო-ით ან მისი ინგრედიენტებით. ამისკარგი მაგალითია საქართველოს ბაზარზე მეტად პოპულარული ბანანები, რომელთა ტრანსგენობას მათი თითქმის 2-ჯერ დიდი ზომაც ამტკიცებს. პროფ.ავთანდილ კორახაშვილის აზრით, საქართველოში საკვები პროდუქტების უსაფრთხოების კონტროლის სისტემის გარდა, აუცილებელია შეიქმნასრისკის შეფასების ეროვნული პროცედურა და შემუშავდეს გენმოდიფიცირებული საკვები პროდუქტების უსაფრთხოების მონიტორინგის სისტემა, დაარავითარ შემთხვევაში არ უნდა შეგვექმნას შთაბეჭდილება, რომ გმო-ს პროდუცენტები დაინტერესებულნი არიან გმო-ს უკონტროლო გავრცელებით:მაგალითად, გმო-ს პიონერმა ფირმამ “მონსანტო”-მ დაამუშავა ტექნოლოგია “ტერმინატორი”, რომლის მეშვეობითაც შეუძლებელი ხდება მოსავლისნაწილის სათესლე მასალად გამოყენება, და ყოველწლიურად აუცილებელი ხდება ფირმის წარმომადგენლებზე გასვლა და ნებართვის აღება.ევროკავშირის მრავალ ქვეყანაში გამოცხადებულია მორატორიუმი გმო პროდუქტებზე, ხოლო საკვებში მისი 0,9%-ის არსებობის შემთხვევაში(ძირითადად ინგრედიენტების ხარჯზე), ევრორეგულიაციებით სავალდებულოა მისი პროდუქტის ეტიკეტზე აღნიშვნა. ამჟამად, საქართველოში მიმდინარეობს ბიოტექნოლოგიის იმ მეთოდების ათვისება, რომელიც საშუალებას იძლევა ჩვეულებრივ და გენეტიკურადმოდიფიცირებულ კულტურებს შორის განსხვავება დადგინდეს. მას საფუძვლად უდევს მოლეკულური კლონინგის ლაბორატორიული გამოკვლევებისმეთოდიკა აგარის ჟელეზე ელექტროფორეზის გამოყენებით. ეს პირველ რიგში საჭიროა იმისათვის, რომ კონტროლი დავაწესოთ ჩვენს ქვეყანაში გენურიინჟინერიის პროდუქციის იმპორტზე, რაც მნიშვნელოვნად აამაღლებს ექსპორტიორი ქვეყნების თვალში საქართველოს იმიჯს და არ მისცემს მათსაშუალებას მიკვლევადობის გარეშე აწარმოონ ასეთი პროდუქციის საქართველოში ექსპორტი. |




BetMGM - The Sportsbook at JTM Hub
ReplyDeleteBetMGM has 충주 출장샵 a number 의왕 출장마사지 of 남양주 출장샵 different sportsbook apps 사천 출장샵 available across the U.S., including DraftKings, FanDuel, 군산 출장안마 BetMGM, and BetMGM. At the sportsbook