გენმოდიფიცირებული ორგანიზმების რეგულირება ევროკავშირში
გენმოდიფიცირებული ორგანიზმების (გმო) შესახებ ევროკავშირის კანონმდებლობა 1990 წლიდან შევიდა ძალაში. ის საკმაოდ მკაცრად და სრულყოფილად არეგულირებს ევროკავშირში გენმოდიფიცირებული ორგანიზმების გარემოში გამოთავისუფლებისა და გავრცელების, ასევე საკვებად გამოყენების საკითხებს.
ამ კანონმდებლობის მთავარი მიზანია გარემოსა და მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა.რეგულირება შეეხება ყველა სახის გენმოდიფიცირებულ ორგანისმს, თუმცა ბოლო წლებში მცენარეები განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ აღმოჩნდა. კანონმდებლობა აწესებს ეტაპობრივ მიდგომას გმო-ის უსაფრთხოებისადმი.ეს ნიშნავს, რომ თავდაპირველად მიმდინარეობს დახურულ სისტემებში მკაცრი გამოცდები და მხოლოდ მას შემდეგ ხდება გარემოში გამოთავისუფლება, რაც დადასტურდება ,რომ არ მოხდეს მოდიფიცირებული დეზოქსირიბონუკლეინის მჟავას (დნმ) გავრცელება.ტესტების ჩატარება ყოველ სტადიაზე ხდება, ის შემდეგაც მიიღება გადაწყვეტილება, შეიძლება თუ არა შემდეგ სტადიაზე გადასვლა.
ევროკავშირში ახლახან განახლდა გმო-ს შესახებ კანონმდებლობა, რის შედეგადაც შეიქმნა სავსებით ახალი საკანონმდებლო ბაზა, რომელიც რამდენიმე დამცავი ინსტრუმენტისგან შედგება:
1.ჩაკეტილ სისტემებში გამოყენება
საწყის ეტაბზე, გენმოდიფიცირებულ ორგანიზმებთან დაკავშირებული საქმიანობა ჩაკეტილ სისტემებში ხორციელდება. ლაბორატორიებში ან სათბურებში. ეს გამორიცხავს რაიმე ფორმით გმო-ის კონტაქტს გარემოსთან და უზრუნველყოს დაცვის მაღალ ხარისხს. გმო-ის ჩაკეტილ სისტემებში გამოყენება მკაცრად კონტროლდება ჯანდაცვისა და უსაფრთხოების ორგანის მიერ.
2. გმო-ის გარემოში წინასწარგანზრახული გამოთავისუფლება
ევროკავშირში გმო-ის გარემოში გამოთავისუფლება კონტროლდება 2001 წელს მიღებული დირექტივის მიხედვით.იგი აწესებს გარკვეულ პროცედურებს ყველა სახის გმო-ის გარემოში გამოთავისუფლების შესახებ, როგორც კვლევითი, ასევე კომერციული მიზნებისათვის. დირექტივა ადგენს ნორმებს, რომელიც უზრუნველყოფს ევროკავშირის ბაზარზე განთავსებამდე, ყველა გმო-ის ადეკვატურ ტესტირებას და მათ შეფასებას განვითარების ნებისმიერ სტადიაზე.
შეფასების პროცესში გათვალისწინებულია ყველა შესაძლო უსაფრთხოების ზომა, რათა უზრუნველყოფილ იქნას მოსახლეობის ჯანმრთელობისა და გარემოს დაცვა. ნებართვის გაცემა მხოლოდ იმ შემთხვევაში ხდება, თუ რისკი ძალიან დაბალია. გმ მცენარის შემთხვევაში მინიმალურ რისკად მიიჩნევა რისკის ის დონე, როდესაც გმ მცენარის გარემოში გამოთავისუფლება არ წარმოშობს იმაზე მეტ რისკს, რასაც წარმოქმნიდა მისი არა გენმოდიფიცირებული ანალოგი.
3.გენმოდიფიცირებული საკვები და ფურაჟი (ცხოველების საკვები)
გენმოდიფიცირებული საკვების და ფურაჟის ან გმო-სგან მიღებული ან მისი შემცველი საკვების და ფურაჟის ბაზარზე განთავსება რეგულირდება #1829/2003 დადგენილებით.დადგენილება ძალაში 2004 წლის 18 აპრილს შევიდა. დადგენილება ყველა გმ საკვებისა და ფურაჟის ნიშანდების ითვალისწინებს.
საკვებისა და ფურაჟის შესახებ დადგენილების მიხედვით ნიშანდება აუცილებელია იმ შემთხვევაშიც კი, თუ საბოლოო პროდუქტში გმ მასალის შემცველობა მინიმალურ ზღვარზე დაბალია.
დადგენილება აწესებს ასევე 0,9%-იან ზღვარს. ამ ზღვრის ზემოთ უკვე მოხდეს პროდუქტის ნიშანდება.
4. სხვა მარეგულირებელი დოკუმენტები
გმო პროდუქტებმა ასევე უნდა დააკმაყოფილოს სხვა პროცედურებიც, რომლებიც სასოფლო-სამეურნეო კულტურებს და პროდუქტებს ეხებათ. მაგალითად, მცენარეული კულტურების დანერგვამდე უნდა მოხდეს მათი შეტანა ევროპის საერთო კატალოგში და მათ უნდა გაიარონ გამოცდების სერიები, რათა დადასტურდეს, რომ ისინი მართლაც გაზრდის მოსავალს ან სურსათის ხარისხს.
ცხოველთა დაცვის 1986 წლის აქტი არეგულირებს დაცულ ცხოველთა, ხერხემლიანთა და უხერხემლოთა საცდელი თუ სხვა სამეცნიერო მიზნებისათვის წარმოებას, მოვლას და გამოყენებას. გმ ცხოველების გამოყენებასაც ანალოგიური ნებართვის მიღება ესაჭირეობა.
არსებობს ასევე ცალკე მარეგულირებელი პროცედურები, რომელიც უნდა გაიაროს გენმოდიფიცირებული დანამატების შემცველმა ადამიანის ან ცხოველთა სამკურნალო საშუალებებმა, სანამ მოხდება მათზე ნებართვის გაცემა.
“კარტახენას ოქმი” 2000 წელს ქალაქ მონრეალში მიიღეს. იგი წარმოადგენს კონვენციას ბიოუსაფრხოების შესახებ. ოქმის მიზანია, უზრუნველყოს იმ ცოცხალი მოდიფიცირებული ორგანიზმების უსაფრთხო გადაცემა, მოპყრობა და გამოყენება, რომლებიც მიღებულია თანამედროვე ბიოტექნიკის მეთოდების გამოყენებით და შეუძლიათ, მავნე ზეგავლენა მოახდინოს ბიოლოგიური მრავალფეროვნების დაცვასა და მდგრად გამოყენებაზე.
გაეცანით კარტახენას ოქმს ინგლისურ ენაზე