რისთვის არის საჭირო გენური ინჟინერია
სოფლის მეურნეობაში გენური ინჟინერიის გამოყენების მომხრეები ამტკიცებენ ,რომ გენური ინჟინერიის მეთოდების გარეშე კაცობრიობა ვერ იარსებებს.თავიანთი პოზიციის გასამაგრებლად ისინი იყენებენ შემდეგ არგუმენტებს: · მეცნიერები ვარაუდობენ , რომ შემდეგ 20 წლის განმავლობაში დედამიწის მოსახლეობა გაორმაგდება და მათი კვების პროდუქტებით მომარაგება დიდი პრობლემა იქნება.მცენარეებს რომლებიც გენური ინჟინერიით არიან მიღებული,შეუძლით მოგვცენ უფრო მეტი მოსავალი ვიდრე ტრადიციულ კულტურებს, რადგან მათ ექნებათ ახალი თვისებები , მაგალითად გამძლეობა მავნებლების მიმართ.სწორედ მოსავლიანობის გაზრდა არის ძირითადი არგუმენტი იმის სასარგებლოდ, რომ ტრანსგენების მოყვანა არის რეალური შესაძლებლობა დედამიწის ზრდადი მოსახლეობის საკვებით უზრუნველსაყოფად; · შესაძლებელია ისეთი მცენარეების გამოყვანა, რომლებშიც გაზრდილი იქნება სასარგებლი ნივთიერებებისა და ვიტამინენის შემცველობა; · გენმოდიფიცირებული მცენარეები შეიძლება შეგუებული იქნან გარემოს ისეთ მკაცრ პირობებს როგორიცაა გვალვა ან ყინვა; · გენმოდიფიცირებული მცენარეების გამოყენებამ შეიძლება მოგვცეს საშუალება ნაკლებად დავამუშაოთ მინდვრები შხამ-ქიმიკატებით.მაგალითად სიმინდში შეყვანილი მიწის ბაქტერიის Bacillus Thuringiensis გენი (ბუნებრივი პესტიციდი)- მოამარაგებს მცენარეს საკუთარი დაცვის უნარით და მისი შხამებით დამუშავება აღარ იქნება საჭირო; · პროდუქტები, რომლებიც შეიცავენ გენმოდიფიცირებულ ინგრედიენტებს, შეიძლება გახდნენ ჯანმრთელობისათვის სასარგებლო , თუ მათში შეიყვანენ ვაქცინას სხვადასხვა დაავადების საწინააღმდეგოდ. მაგალითად, უკვე შექმნილია სალათა, რომელიც გამოიმუშავებს ჰეპატიტი B -ს საწინააღმდეგო ვაქცინას, ასევე ანალგინის შემცველი ბანანი. მართალია თუ არა ყოველივე ეს? ასევე დიდ ილუზიას წარმოადგენს მტკიცება მცენარეებში ვიტამინებისა და სხვა სასარგებლო ნივთიერებების შემცველობის გაზრდის შესახებ. ამის ნათელი დადასტურებაა ვიტამინი A-ს გაზრდილირაოდენობით შემცველი ე.წ.“ოქროს ბრინჯი“.ეს ბრინჯი შეთავაზებული იქნა მესამე სამყაროს ქვეყნებისათვის იქ არსებული A ვიტამინის ნაკლებობის აღმოსაფხვრელად.იგი მოდიფიცირებულია იმგვარად,რომ გამოიმუშავებს პროვიტამინ A-ს.მაგრამ აქ არის ერთი დიდი პრობლემა:იმისათვის,რომ ვითამინ A-ს აუცილებელი დღიური ნორმა მიიღოს,ზრდასრულმა ადამიანმა დღეში 9კგ. ბრინჯი უნდა შეჭამოს, რაც ფაქტიურად სისულელეა, მაშინ როცა ორი ცალი სტაფილო ადვილად გადაჭრიდა ამ პრობლემას.მაშ რაღას ემსახურება: „ოქროს ბრინჯი“? მისი რეალური დანიშნულებაა ბრინჯის მწარმოებელი გლეხები და ფერმერები მოაქციოს მულტინაციონალური კორპორაციების კონტროლის ქვეშ და აიძულოს ისინი წილი (საკომისიო)უხადონ „ოქროს ბრინჯის“ გამომგონებელ და მასზე პატენტის მფლობელ კომპანიას. გენური ინჟინერია სულაც არ ამცირებს ქიმიკატების გამოყენებას.ამის მაგალითია მავნე მწერებისადმი მდგრადი მცენარეები.ეს კულტურები შეიცავენ ბაქტერიის გენს, რომელიც იწვევს Bt-ტოქსინის გამომუშავებას.ამის წყალობით მცენარის ყველა ქსოვილში ხდება Bt-ტოქსინის წარმოშობა და თუ მავნებელი მწერი შეჭამს ფოთოლს ან სხვა ნაწილს, იგი მაშინვე დაიღუპება.თითქოსდა ხსნა ნაპოვნია და აღარაა საჭირო შხამ-ქიმიკატების გამოყენება, მაგრამ მავნებლებს ძალიან მალე უვითარდებათ შეგუებულობა ამ ტოქსინისადმი და შედეგად, ფერმერებს უფრო მეტი ქიმიკატების გამოყენება უხდებათ. ანალოგიური მდგომარეობაა ჰერბიციდებისა და პესტიციდებისადმი მდგრადი კულტურების მხრივაც.ამ მცენარეებს „ანიჭებენ“ რომელიმე ქიმიკატისადმი მდგრადობას,რაც მას საშუალებას აძლევს გაუძლოს აღნიშნული ქიმიკატის ისეთ დოზებს,რომლებიც დამღუპველია სხვებისათვის.შედეგად, მინდორი თავისუფლდება ზედმეტი მცენარეებისაგან.მაგრამ სწორედ აქ იმალება ფარული საშიშროება. ეს კულტურები მდგრადია მხოლოდ მისი გამომგონებელი კომპანიის ქიმიკატისადმი და ყველა დანარჩენი ქიმიკატი მასაც ისევე ვნებს,როგორც სარეველებს. ე.ი. ფერმერი,თესავს რა ფირმა “მონსანტოს“ მიერ შეთავაზებულ ჰერბიციდებისადმი მდგრად სოიოს,იზულებულია შემდგომში მხოლოდ „მონსანტოსაგან“ შეიძინოს მისივე წარმოების ქიმიკატი.როგორც ვხედავთ, ამ შემთხვევაშიც, გენური ინჟინერია მულტინაციონალური კომპანიების ინტერესებს ემსახურება. აქვე აღსანიშნავია გენმოდიფიცირებული კულტურების ერთი საინტერესო თვისებაც.იმისათვის, რომ გლეხებმა ვერ შეძლონ მათი თესლის მომავალი წლისათვის შენახვა, მათში ჩადებულია სპეციალური ტექნოლოგია, რომელიც იწვევს თესლის სტერილობას.ანუ,თუ გლეხი მაინც შეინახოს თესლს და დათესავს მეორე წელს, იგი ვერაფერს ვერ მიიღებს , თესლი არც კი აღმოცენდება. |



No comments:
Post a Comment