გენმოდიფიცირებული ორგანიზმები არის ცოცხალი არსებები , მათ შეუძლიათ გავრცელება და გამრავლება. მათ შეუძლიათ თავიანთი გენების გადაცემა ველურ სახეობებისათვის. ბუნებაში გაშვების შემდეგ უკვე შეუძლებელი იქნება მათი უკან გამოხმობა.მათი გარემოზე უარყოფითი ზემოქმედება შეიძლება გამოიხატოს შემდეგში: · გენმოდიფიცირებული მცენარეების მტვერი შეიძლება გადაეცეს გარეულ სახეობებს; · შეიძლება განვითარდეს მავნე მწერების და დაავადებებისადმი მდგრადობა; · გენმოდიფიცირებულმა მცენარეებმა შეიძლება დააზიანონ ნიადაგის მიკროფლორა; · გენმოდიფიცირებული ცხოველები უფრო სწრაფად და დიდები იზრდებიან და უფრო გამძლენი არიან დაავადებებისადმი.ბუნებაში მოხვედრის შემთხვევაში ისინი დაჩაგრავენ ან სრული განადგურების საფრთხეს შეუქმნიან მათ გარეულ წინაპრებს; · უამრავი გენმოდიფიცირებული ბაქტერია და ვირუსი იქმნება სხვადასხვა მიზნებით, თუ ისისნი განზრახ ან უნებლიედ მოხვდებიან ბუნებაში, ეს გაცილებით მეტ პრობლემებს შეუქმნის გარემოს, ვიდრე მცენარეებისა და ცხოველებში გასვლა,რადგან ბაქტერიები და ვირუსები გაცილებით სწრაფად მრავლდებიან და მათში მუტაციებიც უფრო ხშირად და ადვილად ხდება. მრავალი ექსპერტი გამოთქვამს შიშს , რომ გენური ინჟინერია მნიშვნელოვნად დააჩქარებს ბიომრავალფეროვნების განადგურებას.მაგალითად, ინგლისური კვლევა წინასწარმეტყველებს, რომ ჰერბიციდებისადმი მდგრადი გენმოდიფიცირებული კულტურების მასიურმა თესვამ შეიძლება მიგვიყვანოს უკვე დაზიანებული ტოროლების გადაშებ=ნებამდე.ეს ჩიტი იკვებება სარეველა მცენარეების თესლით.გენმოდიფიცირებული მონოკულტურების დანერგვის შემთხვევაში ეს მცენარეები განადგურდება და შესაბამისად, განადგურდება ტოროლა და სხვა ფრინველები და მწერებიც, რომლებიც თესლებით იკვებებიან. ახდენს თუ არა გავლენას გენმოდიფიცირებული ორგანიზმები ჯანმრთელობაზე? შეიძლება ახდენს! შეიძლება არა! გენმოდიფიცირებული საკვები „ახალი ხილია“, იგი შეიცავს ახალ ნივთიერებებს,რომლებიცჩვენ აქამდე არ გვიჭამია.ჩვენ აქამდე არა შეჰვხვედრია ბაქრერიული პროტეინი სიმინდში, არც თეცზის ცილები გვინახავს პომოდორში და არც ვირუსის პროტეინი კარტოფილში.ჩვენს ორგანიზმს არა აქვს ამის გამოცდილება; და არც იმის წინასწარმეტყველებაა შესაძლებელი გამოიწვევს თუ არა ახალი საკვები ალერგიებს ან სხვა ქრონიკულ დაავადებებს 5 ან 10 წლის შემდეგ. თანამედროვე მეცნიერული კვლევების თანახმად გენმოდიფიცირებულმა საკვებმა შეიძლება გამოიწვიოს შემდეგი უარყოფითი ცვლილებები: · ალერგიები და იმუნური სისტემების რეაქციები გენმოდიფიცირებულ ორგანიზმებში შემავალი ახალი ნივთიერებების მიმართ; · გენეტიკურ ინჟინერიაში ხშირად ხმარებული ანტიბიოტიკებისადმი მდგრადი გენები შეიძლება გადაეცეს კუჭ-ნაწლავის პათოგენურ მიკროორგანიზმებს.ამ პათოგენების მიერ გამოწვეული დაავადებების სამკურნალოდ ანტიბიოტიკი უკვე არაეფექტური აღმოჩნდება. · ახალმა გენებმა შეიძლება შეცვალონ ბუნებრივი გენების მოქმედება,რასაც შესაძლოა მოჰყვეს გაუთვალისწინებელი თანამდევი ეფექტები. |
უსაფრთხოა თუ არა გენმოდიფიცირებული ორგანიზმები გარემოსა და მოსახლეობის ჯანმრთელობისათვის?
Subscribe to:
Posts (Atom)