Friday, May 4, 2012

გენური ინჟინერია


რა არის გენური ინჟინერია?

   
გენური ინჟინერია არის ახალი ტექნოლოგიარომელიც გულისხმობს გენებით მანიპულირებას.მეცნიერებს შეუძლიათ ერთი სახეობიდან გენები გადაიტანონ მეორესაერთოდ არამონათესავე სახეობაში.ეს შესაძლებელია გენეტიკური კოდის უნივერსალობის გამო,იგი ერთია ყველა ცოცხალისთვის , იქნება ეს ცხოველი , მცენარე თუ მიკროორგანიზმი.მაგალითად ,შესაძლებელია გენების გადატანა თევზიდან პომიდორში,იმისათვის რომ გავხადოთ პომიდორი უფრო ყინვაგამძლე .გენეტიკურად მოდიფიცირებული პომიდორი მასში ჩაშენებული თევზის გენის საშუალებით უკვე იწყებს თევზისათვის დამახასიათებელი ცილების გადამუშავებას და შესაბამისად ხდება უფრო ყინვაგამძლეც.გენეტიკური ინჟინერიის მომხრეები ხშირად ამტკიცებენ,რომ ისინი იგივე საქმიანობას ეწევიან ,რასაც ჩვეულებრივ სელექციონერები,მხოლოდ უფრო სწრაფად და მეტი სიზუსტით.მართლაც, სელექციის დროსაც შეიძლება მოხდეს მოხდეს გადაცემა , მაგრამ მხოლოდ ერთი სახეობის ინდივიდებს,ანდა ძალიან მონათესავე სახეობებს შორის.სელექციის დროს ბრინჯი შეიძლება შეუჯვარდეს მხოლოდ ბრინჯის სხვა ჯიშებს, მაგრამ ვერასოდეს შეუჯვარდება მიწისთხილს ან  ვაშლს.გენური ინჟინერიის შემთხვევაში კი ასეთი ბარიერი არ არსებობს. მისი საშუალებით შესაძლებელია ბუნების მიერ მილიონობით წლების განმავლობაში დაწესებული სახეობათაშორისი საზღვრების დაარღვევა.აქამდე არასოდეს ყოფილა შესაძლებელი ცხოველიდან მცენარეში , ან ბაქტერიიდან ადამიანში გენის გადატანა . იმ შემთხვევაშიც კი თუ ნათესაურად ახლომდგომი სახეობების შეჯვარება მოხდა, მიიღება   უნაყოფო შთამომავლობა , როთაც ბუნება ინარჩუნებს სახეობათა მრავალფეროვნებას.გენური ინჟინერიის შემთხვევაში  კი არამონათესავე სახეობების გენების კომბინირებისა და მაათი გენეტიკური მატერიალის შეცვლის შედეგად იქმნება ახალი ცოცხალი ორგანიზმები , რომელთაც აქვთ გამრავლებისა და შთამომავლობის მოცემის უნარი.რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს ასეთი ორგანიზმების ბუნებაში გამოთავისუფლებას?დღეს ამ კითხვებზე პასუხის გაცემა არავის შეუძლია .ყველაზე გამოცდილ მეცნიერსაც კი არ ძალუძს იმის განსაზღვრა , თუ რა ზიანი შეიძლება მოუტანოს ადამიანსა და ბუნებას ამგვარად გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ბუნებაში გავრცელებამ.
საერთოს გენური იჟინერია წარმოადგენს ინდუსტრიული სოფლის მეურნეობის  ახალ მიმართულება და კიდევ უფრო მეტადაა ორიენტირებული მონოკულტურებზე, რითაც ხელს უწყობს ბიომრავალფეროვნების შემცირებას.
   
ზოგიერთის აზრითბუნებრივი გაგრძელებაა იმ ბიოტექნოლოგიური პროცესებისრომლებსაც ადამიანი დასაბამიდან იყენებდა– ღვინის დაყენებისა და პურის ცხობიდან დაწყებულიმცენარეთა და ცხოველთა სელექციით დამთავრებულიმართალია,დღეისათვის საკვებად გამოყენებული მარცვლეული ძნელად თუ წააგავს იმ ველურ წინაპარსრომლისგანაც ის ადამიანმახელოვნური შერჩევის გზით მიიღომაგრამ ასეთი გადარჩევის ტრადიციული ფორმა თვისობრივად მნიშვნელოვნადგანსხვავდება გენური ინჟინერიისაგან.ბუნებაში გენეტიკური მრავალფეროვნება გარკვეული საზღვრების პირობებში ყალიბდებაანუ – ვარდი შესაძლებელიაშეჯვარებული იყოს განსხვავებული ჯიშის ვარდთანმაგრამ მას ვერასოდეს შევაჯვარებთ კომბოსტოსთანიმ შემთხვევაშიც კი,როდესაც სახეობები ახლონათესაურ კავშირში არიან და მათი შეჯვარება ხერხდებაშთამომავლობაროგორც წესიუნაყოფოა.მაგალითადცხენი შეიძლება შეეჯვაროს ვირსმაგრამ მათი შთამომავალი ჯორი შთამომავლობას ვერ იძლევაგენურიინჟინერია კი ასეთ ბარიერებს არღვევსდღეისათვის გენური ინჟინერიის გზით შესაძლებელია გენების აღება და გადატანაერთმანეთისაგან ძალიან დაშორებულ სახეობებს შორისაც კიმაგალითადმცენარეებში შეიძლება გენები გადავიტანოთბაქტერიებიდანვირუსებიდანმწერებიდანცხოველებიდან და ადამიანებიდანაც კი.
მოლეკულური ბიოლოგიის დარგის მეცნიერების აზრითსახეობის ცნებაში არაფერია განსაკუთრებით ხელშეუხებელიისინივერ ხედავენ ეთიკურ პრობლემას სახეობიდან სხვა სახეობის მემკვიდრულ აპარატში ერთიხუთი და თუნდაც ასი გენისგადატანაშიმათ მიაჩნიათრომ ამით ისინი მხოლოდ გენის ქიმიურ კოდს ცვლიან და არა განსაზღვრული ცხოველის მთლიანსპეციფიკას.~ (ჟერემყ ღიფკინ, 1998). ხშირად დავობენრომ შესაჯვარებელი სახეობების გენების ურთიერთჩანაცვლებამეცნიერული აღმოჩენა არ არისრადგან ევოლუციის პროცესში ბაქტერიები და ვირუსები ხშირად ახდენენ გენებისჩანაცვლებას სახეობებს შორისამჟამად მცენარეებში და ადამიანში აღმოჩენილია შესაბამისად 25 და 27 ათასი გენირომლისთუნდაც ერთი გენის შეცვლა ან ჩანაცვლება იწვევს სერიოზულ ცვლილებებსგენური ინჟინერია მხოლოდ ბუნებრივ პროცესსაჩქარებს.აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ 2006 წლის 1 იანვრისათვის გამოქვეყნებულია გმო- 16 მცენარის 68ჯიშ-პოპულაციარომელთა წარმოება და გამოყენება ნებადართულიაამ ჩამონათვალში ძირითადად ლიდერობენსოიასიმინდიბამბაპომიდორი,რაფსიშაქრის ჭარხალი.საერთაშორისო კომპანია `მონსანტო-“ ჰერბიციდი რაუნდაპი მსოფლიოში ყველაზე კარგი გასაღების ბაზრის მქონე პრეპარატიაკომპანიის 9 მილიარდ აშშდოლარიანი წლიური შემოსავლის 17%, სწორედ მის წილზე მოდისთუმცა აშშ-ის პატენტს ჰერბიციდ რაუნდაპზე 2000 წლის ბოლოს ვადა გაუვიდა,მონსანტომ შეძლო ეფექტურად გაეფართოვებინა მისი მოქმედების ვადა და მონოპოლიაკერძოდაშშ- ფერმერებირომლებსაც მონსანტოს გენურიინჟინერიით მიღებული სოია მოჰყავთხელს აწერენ კონტრაქტსრომლის მიხედვითაც სხვა ჰერბიციდების გამოყენების შემთხვევაში ისინი კანონითდაისჯებიან.პირველი სერიოზული ნეგატიური რეაქცია ევროპაში გენეტიკურად მოდიფიცირებულ კულტურების მარცვლეულზე 1996 წელს მოხდაროცაამსტერდამში აშშ-დან შევიდა გემი 200 000  სოიას მარცვლით ევროკავშირის ქვეყნებისათვისმაშინ `გრინფის~-ის 400-ზე მეტი აქტივისტი გამოვიდაჰამბურგში მოთხოვნით – `ჩვენ არ გვინდა ვიყოთ ლაბორატორიის სასინჯი კურდღლებიშეიტანეთ გენურად შეცვლილი სოია თქვენს საკვებში~.            ასეთი გამოსვლები ინტენსიურად მიმდინარეობდა გერმანიაშიმაქს პლანქის ინსტიტუტის გენეტიკურად მოდიფიცირებული რაფსის ნათესები14-ჯერ დაარბიესამ დღიდან მსოფლიოს მრავალი ქვეყნის მეცნიერთაფერმერთა და მომხმარებელთა აზრი ორ ჯგუფად გაიყოერთნი შეშფოთებასგამოთქვამდნენრომ გენურად მოდიფიცირებული კულტურები უარყოფითად მოქმედებდნენ იმ ცოცხალ ორგანიზმებზემეცნიერთა მეორე ჯგუფიამტკიცებდარომ გენეტიკურად მოდიფიცირებული კულტურები უარყოფითად არ მოქმედებენ ადამიანის და პირუტყვის ორგანიზმზე.ამ მოვლენის შემდეგდღის წესრიგში დადგა საკითხი – უფრო მეტი დამაჯერებლობით დაესაბუთებინათ ან უარეყოთ გენეტიკურად მოდიფიცირებულიორგანიზმების ზიანი ან უვნებლობავინაიდან ევროპის ზოგიერთი ქვეყნის (გერმანიაავსტრიაშვეიცარიასუპერმარკეტებმა და ჰიპერმარკეტებმამიიღეს გადაწყვეტილება არ ევაჭრათ გენეტიკურად მოდიფიცირებული პროდუქტებითვინაიდან მათი მეხსიერებიდან ჯერ კიდევ არ გამქრალიყობრიტანული .. `გიჟი ძროხებისკრიზისი და მასთან დაკავშირებული უზარმაზარი ეკონომიური ზარალი.           ანალოგიური აჟიოტაჟი ატყდა ცხრა წლის წინსაქართველოშიროცა ამერიკული ორგანიზაცია ADI-VOA- შემოიტანა გენური ინჟინერიითგამოყვანილი კოლორადოს ხოჭოს მიმართ რეზისტენტული კარტოფილიმაშინ ეს საკითხი პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის საგანგებოგანხილვის საგანიც კი გახდაჩვენი ქვეყნის მეცნიერების და პრაქტიკოსების აზრიც აქ ორად გაიყო.         ბაქტერიული გენით მიღებული ტრანსგენური კულტურების მოსავლიანობა 30-35%-ით მაღალია და 40%-ით უფრო რენტაბელურივიდრეჩვეულებრივი კულტურების ტრადიციული აგროტექნიკის პირობების შემთხვევაშიოპონენტებს ხშირად მოჰყავთ `დუსტისშემთხვევარომლისმავნეობაზე დღეს არავინ კამათობსმაგრამ თავის დროზე მისი გამოყენება სასიცოცხლო ინტერესებით იყო განპირობებული – კერძოდდუსტმაკაცობრიობა ტოტალური შიმშილისაგან იხსნა და მრავალ ქვეყანას შეუნარჩუნა გენოფონდი და ბიომრავალფეროვნება განადგურებისგან გადაარჩინა.     

   მსოფლიოში ყოველწლიურად იზრდება გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმების წარმოება დაშესაბამისადმსოფლიო ბაზარზე გენმოდიფიცირებული კვების პროდუქტების რაოდენობა მატულობს,რომელთა შორისაა მოსახლეობის კვებაში და .საქართველოს მოსახლეობის კვებაშიც ფართოდ მოხმარებულიპროდუქტებიცმაგალითადმოსკოვში “გრინფისის” მიერ 2002 წელს ჩატარებული კვლევების თანახმად,ბავშვთა კვების და ხორცპროდუქტების 30%-ში არსებობდა გენეტიკურად მოდიფიცირებული ცხიმებითანაცამის თაობაზე არ იყო მარკირება (ეტიკეტირება). ცხადიარომ სასოფლო-სამეურნეო კულტურების გენებისმოდიფიცირება მათ ანიჭებს მდგრადობას სხვადასხვა პესტიციდებისდაავადებებისმღრღნელების მიმართ,ზრდის შენახვის ვადებსმაგრამ სასურველია გენების გამოხატვის გაუთვალისწინებელი ეფექტებისმაგ.პროდუქტების კვებითი ღირებულების შეცვლისალერგიული ან ტოქსიკური რეაქციებისა და შორეულიშედეგების შეფასების ჩატარებარაც საკმაოდ გართულებულიამედიკოსების ერთი ნაწილი ამტკიცებსრომსაუკუნის დაავადების”-ალერგიის ძირითადი მიზეზისწორედ გმო- გავრცელებაა. (ჰტტპ://რესისტ.რუ/ნოთN/ანალყსის/ტგპ3/).        საქართველოში მოედინება უამრავი მცენარეული და მიკრობული საკვები და მედიკამენტებიგაჯერებული გმო-ით ან მისი ინგრედიენტებითამისკარგი მაგალითია საქართველოს ბაზარზე მეტად პოპულარული ბანანებირომელთა ტრანსგენობას მათი თითქმის 2-ჯერ დიდი ზომაც ამტკიცებს.      პროფ.ავთანდილ კორახაშვილის აზრითსაქართველოში საკვები პროდუქტების უსაფრთხოების კონტროლის სისტემის გარდააუცილებელია შეიქმნასრისკის შეფასების ეროვნული პროცედურა და შემუშავდეს გენმოდიფიცირებული საკვები პროდუქტების უსაფრთხოების მონიტორინგის სისტემადაარავითარ შემთხვევაში არ უნდა შეგვექმნას შთაბეჭდილებარომ გმო- პროდუცენტები დაინტერესებულნი არიან გმო- უკონტროლო გავრცელებით:მაგალითადგმო- პიონერმა ფირმამ “მონსანტო”- დაამუშავა ტექნოლოგია “ტერმინატორი”, რომლის მეშვეობითაც შეუძლებელი ხდება მოსავლისნაწილის სათესლე მასალად გამოყენებადა ყოველწლიურად აუცილებელი ხდება ფირმის წარმომადგენლებზე გასვლა და ნებართვის აღება.ევროკავშირის მრავალ ქვეყანაში გამოცხადებულია მორატორიუმი გმო პროდუქტებზეხოლო საკვებში მისი 0,9%-ის არსებობის შემთხვევაში(ძირითადად ინგრედიენტების ხარჯზე), ევრორეგულიაციებით სავალდებულოა მისი პროდუქტის ეტიკეტზე აღნიშვნა.       
ამჟამად
საქართველოში მიმდინარეობს ბიოტექნოლოგიის იმ მეთოდების ათვისებარომელიც საშუალებას იძლევა ჩვეულებრივ და გენეტიკურადმოდიფიცირებულ კულტურებს შორის განსხვავება დადგინდესმას საფუძვლად უდევს მოლეკულური კლონინგის ლაბორატორიული გამოკვლევებისმეთოდიკა აგარის ჟელეზე ელექტროფორეზის გამოყენებითეს პირველ რიგში საჭიროა იმისათვისრომ კონტროლი დავაწესოთ ჩვენს ქვეყანაში გენურიინჟინერიის პროდუქციის იმპორტზერაც მნიშვნელოვნად აამაღლებს ექსპორტიორი ქვეყნების თვალში საქართველოს იმიჯს და არ მისცემს მათსაშუალებას მიკვლევადობის გარეშე აწარმოონ ასეთი პროდუქციის საქართველოში ექსპორტი.