დასავლეთი აქტიურად ავითარებს გენმოდიფიცირებული მცენარეების გავრცელების პროექტებს. თუმცა ყველა ქვეყანა არაა თანახმა, ასეთი დახმარება მიიღოს. მაგალითად, ბოლო პერიოდში რამდენიმე აფრიკულმა სახელმწიფომ, მათ შორის ზამბიამა და ზიმბაბვემ, უარი განაცხადა გენმოდიფიცირებული პროდუქციის მოყვანასა და მოხმარებაზე. იგივე პოზიცია აქვს აზიური სახელმწიფოების ნაწილს.
ექსპერტების შეფასებით, დღეისათვის ტრანსგენური სახეობების ნათესები 130 მილიონ ჰექტარს აღწევს, მათი უმეტესობა კი აშშ-ზე, კანადაზე, ბრაზილიაზე, არგენტინასა და ჩინეთზე მოდის.
გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმების დადებითი და უარყოფითი მხარეების შესახებ დებატები არაერთი წელია მიმდინარეობს. ზუსტად იმის თქმა, რომ ტრანსგენური პროდუქტები მავნეა, არ შეიძლება, თუმცა არც საპირისპიროს მტკიცების საფუძველი არსებობს.გენმოდიფიცირებული ორგანიზმების გავრცელების მომხრეები აცხადებენ, რომ ტრანსგენურ ტექნოლოგიებს აქვთ უნარი, მოაგვარონ შიმშილის პრობლემა.
დედამიწის მოსახლეობა მაღალი ტემპებით მრავლდება და სოფლის მეურნეობის მსოფლიო წარმოების ადეკვატურ მატებას მოითხოვს. ამისთვის კი წარმოება უნდა გაიაფდეს. ექსპერტთა ნაწილის თქმით, გენმოდიფიცირებული ორგანიზმების უპირატესობა სწორედ ეკონომიკური მხარეა: ასეთი მცენარეების მოყვანა ტრადიციულ ანალოგებთან შედარებით 20%-ით იაფი ჯდება.
ექსპერტთა მეორე ნაწილი კი აცხადებს, რომ გენმოდიფიცირებული ორგანიზმები ღარიბების საკვებია, თუმცა პრობლემაა არა ის, რომ სურსათი არ არსებობს, არამედ ის, რომ ადამიანებს არ გააჩნიათ მისი შეძენის სახსრები. სპეციალისტები ამბობენ, რომ ზოგ შემთხვევაში ასეთ მცენარეებში „ჩანერგილი“ გენები „ჩუმდებიან“ და ტრანსგენური პროდუქცია დადებით თვისებებთან ერთად სხვა, ნეგატიურ ნიშნებს იძენს. მაგალითად, კოლორადოს ხოჭოსადმი გამძლე კარტოფილი შენახვის დროს სწრაფად ფუჭდება.

გენმოდიფიცირებული ორგანიზმების მოწინააღმდეგეები მიუთითებენ სამწუხარო სტატისტიკაზე. მაგალითად, ინდოეთში ფერმერებს შორის, რომლებიც გენმოდიფიცირებულ თესლს იყენებენ, თვითმკვლელობების შემთხვევებმა მოიმატა. ამის მიზეზი კი მოუსავლიანობა გახდა, რამაც ფერმერების გაკოტრება გამოიწვია, რადგან ტრანსგენური თესლი ტრადიციულ ანალოგებზე რამდენჯერმე ძვირია.ექსპერტების ნაწილი ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც გენმოდიფიცირებულმა პროდუქციამ ფართო გავრცელება ჰპოვა, ბევრი ავადმყოფობა „გაახალგაზრდავდა,“ ჭარბწონიანობამ კი პანდემიის სახე მიიღო. მკვლევარების ნაწილის თქმით, იმ პროდუქციის კომერციალიზაცია, რომლის უსაფრთხოებაც არაა დადასტურებული, საკმაოდ საეჭვო იდეაა და ადამიანებზე ცდების ჩატარება დაუშვებელია.
თუმცა, ფაქტია, რომ თანამედროვე მსოფლიოში გენმოდიფიცირებული ორგანიზმებისგან დაცვა შეუძლებელია.