გმო-ს გავრცელების რეგულირება საქართველოში




კარტახენას ოქმი და საქართველო



    
2000 წელს შემუშავდა საერთაშორისო სამართლებრივი დოკუმენტი – ბიოუსაფრთხოების კარტახენას ოქმი, რომელიც ძალაში 2003 წელს შევიდა. ამ ოქმის ძირითადი მიზანი უსაფრთხოების სათანადო დაცვაა თანამედროვე ბიოტექნოლოგიის მეთოდებით მიღებული ისეთი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების გამოყენებისას, რომელთაც შეუძლია უარყოფითი ზეგავლენა იქონიონ ბიოლოგიურ მრავალფეროვნებაზე. ოქმი ძირითადად მოდიფიცირებული ორგანიზმების ტრანსსასაზღვრო გადაადგილების საკითხს ეხება და საშუალებას აძლევს იმპორტიორ ქვეყანას, დაიცვას თავისი ეკოსისტემა, ოქმი ასევე ითვალისწინებს მხარეების ვალდებულებას გენმოდიფიცირებული პროდუქტის იმპორტის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებამდე საზოგადოების ინფორმირებასა და მოსახლეობასთან კონსულტაციების ჩატარებაზე.
      საქართველოში კანონმდებლობით არ რეგულირდება გენმოდიფიცირებულ ორგანიზმებთან დაკავშირებული საკითხები, არადა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე გენმოდიფიცირებული ორგანიზმების მოხვედრის ძირითად წყაროს სწორედ ტრანსსასაზღვრო გადაადგილება წარმოადგენს. ეს საკითხები საქართველოში კარტახენას ოქმის რატიფიცირების აუცილებლობას განაპირობებს. საყურადღებოა, რომ საქართველო წარმოადგენს ბიომრავალფეროვნების კონვენციის მხარე ქვეყანას, რომლის ფარგლებშიც შემუშავდა კარტახენას ოქმი. ბიომრავალფეროვნება მოსახლეობის საკვებით უზრუნველყოფის საფუძვლად მიიჩნევა. გენური ინჟინერიით მიღებული ორგანიზმების გავრცელება ბიომრავალფეროვნებისთვის ისეთივე საშიშროებას წარმოადგენს, როგორც უცხო სახეობების ჩასახლება ახალ გარემოში.
დღეისათვის საქართველოში ყალიბდება საკანონმდებლო აქტები, რომელიც მოახდენს გენმოდიფიცირებული ორგანიზმების (გმო) რეგულირებას. ერთ-ერთ სსაკანონმდებლო დოცუმენტს წარმოადგენს საქართველოს პარლანმენტის 1997 წლის აქტი გენმოდიფიცირებული კარტოფილის იმპორტისა და კულტაციის აკრძალვასთან დაკავშირებით.
1994 წელს საქართველომ ხელი მოაწერა ბიომრავალფეროვნების დაცვის კონვენციას.ხოლო 2005 წელს შემუშავავებულ იქნა ,,ბიომრავალფეროვნების  სტრატეგია და მოქმედებათა გეგმა“. ამ გეგმის მიხედვით 2005 წელს უნდა განხორციელებულიყო ბიოუსაფრთხოების კარტახენის ოქმის რატიფიკაციისათვის მომზადება, რასაც უნდა მოჰყოლოდა სხვა საკანონმდებლო ინიციატივები.2009 წლის ივნისის მდგომარეობით, საქართველოს ჯერ კიდევ არა აქვს რატიფიცირებული ბიუსაფრთხოების კარტახენას ოქმი.
2008 წელს საქართველოს პარლამენტმა  კარტახენას ოქმის რატიფიცირება განიხილა, თუმცა საკვების მარკირებასთან(ნიშანდება) დაკავშირებული საკითხები 2013 წლამდე გადაიდო.
ბიომრავალფეროვნების სტრატეგიისა და მოქმედებათა გეგმის მიხედვით, ასევე განსაზღვრულია სათანადო ლაბორატორიული ბაზის შექმნა და ინფრასტრუქტურის განვითარება გენმოდიფიცირებული ორგანიზმების კონტროლისათვის, სამწუხაროდ, არც ეს ღონისძიებები განხორციელებულა.
საქართველოში გენმოდიფიცირებული ორგანიზმების იმპორტის პირველი გახმაურებული შემთხვევა 1996 წელს დაფიქსირდა, როდესაც მოხდა კომპანია ,,მონსანტოს’ ტრანსგენური Bt- კარტოფილის შემოტანა და მოყვანა. სულ შემოტანილი იყო დაახლოებით 148 ტონა Bტ- კარტოფილი,რომელიც უკონტროლოდ გავრცელდა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში და გატანილ იქნა მეზობელ ქვეყნებშიც (Aზერბაიჯანი,თურქეთი).
საქართველოს სხვა გმ კულტურების იმპორტისა და მოყვანის ფაქტების შესახებ ზუსტი ინფორმაცია არ არსებობს. გასულ წლებში ხორციელდებოდა სიმინდისა და სოიოს იმპორტი სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის აშშ-დან და სხვა გმ მწარმოებელ ქვეყნებიდან. თუმცა, ქვეყანაში კონტროლის სისტემის არარსებობის გამო მათი შემოწმება გმ მასალის შემცველობაზე არ ხდებოდა. ამიტომ დასაბუთებით შეუძლებელია იმის მტკიცება, იყო თუ არა შემოტანილ სათესლე მასალაში  გენმოდიფიცირებული ორგანიზმები.
ასეთივე განუკითხაობა ქვეყნის სასურსათო ბაზარზეც.საქართველოში გმ პროდუქტებისთვის არ მოქმედებს სპეციალური ნიშანდების სისტემა.მწარმოებლები ფართოდ იყენებენ დანამატეს, რომელთა შორის დიდი ალბათობით შეიძლება იყოს გმ დანამატები. მათ შორისაა სოიოს დანამატები, რომელიც ფართოდ გამოიყენება ხორცის, ძეხვეულის, რძის პროდუქტების წარმოებაში. ქვეყანაში დიდია უკრაინიდან და რუსეთიდან შემოტანილი საკვენი პროდუქტების წილი. თუ გავითვალისწინებთ ამ ქვეყნებში არსებულ მდგომარეობას, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ საქართველოს ბაზარზე არსებული პროდუქტების დიდი წილი გენმოდიფიცირებულია.
არსებულ ვითარებაში, როდესაც ქვეყანაში არ არის კანონმდებლობა გმო-სთან დაკავშირებით და მთავრობა არ ახორციელებს არანაირ ცონტროლს მბ-ორგანიზმებისა და პროდუქტების შემოტანაზე, განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ ექცევა, როგორც ქვეყნის უნიკალური ბიომრავალფეროვნება(ველური და კულტურული), ასევე მოსახლეობის ინტერესები.
საქართველოს მწვანეთა მოძრაობა აქტიურ ღონისძიებებს ახორციელებს აღნიშნული მიმართულებით.2002 წლიდან ორგანიზაცია ატარებს საკვების მწარმოებელი და იმპორტიორი კომპანიების გამოკითხვას, რომლის მიზანია გამოავლინოს სხვადასხვა კომპანიის დამოკიდებულება გმ ინგრედიენტების მოხმარებისადმი და მიღებული ინფორმეცია მიაწოდოს საზოგადოებას.
ზოგადად, საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგად გამოიკვეთა მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულება, შიში და სიფრთხილე გენმოდიფიცირებული ორგანიზმებისაგან მიღებული პროდუქციის მიმართ. კვლევის შედეგები თვალნათლივ უჩვენებს მოსახლეობის და საკვები პროდუქტების შემოტანა და წარმოება. 

იხილეთ დოკუმენტები




     რამდენიმე წლის წინ საქართველოს პარლამენტს უნდა განეხილა კანონპროექტი ‘’საქართველოს გენმოდიფიცირებული პროდუქციისგან თავისუფალ ზონად გამოცხადების შესახებ”. იგი საქართველოში გენმოდიფიცირებული ცოცხალი ორგანიზმების შემოტანის აკრძალვასა და მზა პროდუქტის, მინიმუმ, მარკირებას ითვალისწინებდა. ამ კანონპროექტმა ფიასკო განიცადა და სავარაუდოდ ამის მიზეზი ქართული ეკონომიკის მდგომარეობა გახდა.
     ცხადია, სანამ გენმოდიფიცირებული პროდუქტების ავკარგიანობას გავარკვევთ, აუცილებელია იმპორტირებული საქონლის ეტიკეტზე შესაბამისი ნიშანი მაინც აღინიშნებოდეს. იმედია, სახელმწიფო დაფიქრდება ამ საკითხზე და უახლოეს მომავალში მსგავსი პროდუქტების იმპორტს მკაცრად გააკონტროლებს, მით უმეტეს, რომ ამგვარი პროდუქციის გამოყენებაზე დღეს ბევრი განვითარებული ქვეყანაც ღიად იკავებს თავს.


გენმოდიფიცირებული პროდუქცია პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დებატების მთავარ თემად იქცაბეჭდვაელფოსტა


გენმოდიფიცირებული პროდუქციის აუცილებელ მარკირებასთან და პარლამენტში სპეციალური კანონპროექტის წარდგენასთან დაკავშირებით მთავრობის მხრიდან აღებული, თუმცა დღემდე შეუსრულებელი ვალდებულება პლენარულ სხდომაზე დებატების მთავარ თემად იქცა.   

პარლამენტის მიერ 26 მარტს მიღებული დადგენილება მთავრობასა და საპარლამენტო უმრავლესობას დღევანდელ სესიაზე უმცირესობის ლიდერმა გიორგი თარგამაძემ შეახსენა.

მისი განცხადებით, "სწორედ პარლამენტის გადაწყვეტილებით, 2011 წლიდან შესაძლებელი უნდა ყოფილიყო გენმოდიფიცირებული პროდუქტის მარკირება, რათა მომხარებელს შესაძლებლობა ჰქონოდა, არჩევანი გაეკეთებინა, თუმცა მთავრობამ ყველანაირი ვადა დაარღვია".

დეპუტატმა ამ საკითხზე რამდენიმე თვის წინ მიმდინარე დებატებიც გაიხსენა და კოლეგებს შეახსენა, რომ "მაშინ "ქრისტიან-დემოკრატები" ხელისუფლებას ქვეყნის გენმოდიფიცირებული ორგანიზმებისგან და პროდუქტისგან საერთოდ თავისუფალ ზონად გამოცხადებას სთავაზობდნენ, თუმცა მხოლოდ მარკირების შესაძლებლობა იქნა მიღწეული".

პარლამენტმა მიმდინარე წლის 26 მარტს მიიღო დადგენილება და “ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ" კონვენციისა და "ბიოლოგიური მრავალფეროვნების კონვენციის ბიოუსაფრთხოების კარტახენის ოქმის" მოთხოვნათა შესრულების მიზნით საქართველოს მთავრობას 6 თვის ვადაში "გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმების გავრცელებისა და გამოყენების შესახებ "კანონის პროექტის წარდგენა დაავალა. ამ კანონპროექტით გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმების (მიკროორგანიზმების) შემცველი სურსათის საქართველოს ტერიტორიაზე იმპორტის, რეექსპორტის, ბაზარზე განთავსებისა და მომხმარებლისთვის მიწოდების წესები უნდა განსაზრღვრულიყო.